loader

რუსეთის "მცოცავი ანექსია" საქართველოში - "ალ-ჯაზირას" რეპორტაჟი საოკუპაციო ხაზიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსეთის "მცოცავი ანექსია" საქართველოში - "ალ-ჯაზირას" რეპორტაჟი საოკუპაციო ხაზიდან

"რუსების მიერ გადმოწეული საზღვრები ქართველების გაბრაზებას იწვევს", - ამ სათაურით აქვეყნებს ტელეკომპანია "ალ-ჯაზირა" ნივ ბარკერის სიუჟეტს საქართველოზე.

როგორც სიუჟეტის ავტორი აღნიშნავს, არ არის გამორიცხული, რუსების მიერ საზღვრის გადმოწევამ და მავთულხლართების გაბმამ დაძაბულობა გაზარდოს ტერიტორიაზე, რომელიც ჯერაც კონფლიქტის ზონად ითვლება.

"დემარკაციის ხაზს იქით მოყვა ადგილობრივების ხეხილის ბაღები, სადაც ახლა რუსი ჯარისკაცები დგანან და უფლებას არ აძლევენ ბაღის პატრონებს, მოსავალი აიღონ", - აღნიშნავს ნივ ბარკერი და საზღვრის ხაზთან მცხოვრები დიმიტრი გუგუტიშვილის სიტყვებს ციტირებს, რომელიც აცხადებს, რომ ბაღები მისი ოჯახის შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო.

სიუჟეტში ასევე ნათქვამია, რომ საქართველო დასავლელ მოკავშირეებს აფრთხილებს მომხდარის შესახებ და უცხოელ დამკვირვებლებს იწვევს, რათა საკუთარი თვალით იხილონ "მცოცავი ანექსია".

"რუსეთი კი აცხადებს, რომ ღობეები კანონიერად გადმოსწია, რადგან მოსკოვმა ადმინისტრაციული კონტროლი დაამყარა ე.წ. სამხრეთ ოსეთზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ. მოსკოვი ამ რეგიონს ახალ ქვეყნად აღიარებს, თუმცა ამას მხოლოდ რუსეთის მოკავშირეები უჭერენ მხარს. საქართველოსთვის კი ეს რეგიონი ისევ მისი ტერიტორიაა და გადმოწეული მავთულხლართები ოკუპაციის ხაზია", - აღნიშნავს ნივ ბარკერი.

საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი”

იხილეთ ვიდეოს ინგლისური ვერსია