loader

ცნობილი გახდა, თუ ვინ გაამჟღავნა ინტერნეტში თვალთვალის საიდუმლო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცნობილი გახდა, თუ ვინ გაამჟღავნა ინტერნეტში თვალთვალის საიდუმლო

ამერიკულ მედიაში იმ ადამიანის სახელი და გვარი გამოქვეყნდა, რომელმაც საზოგადოებას ამერიკული სპეცსამსახურების მიერ ინტერნეტისა და სატელეფონო ხაზების მეშვეობით თანამოქალაქეების თვალთვალის შესახებ შეატყობინა. ეს ადამიანი 29 წლის ედვარდ სნოუდენია. წარსულში ის ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს ტექნიკურ სამსახურში მუშაობდა.

ამჟამად სნოუდენი ჰონგ-კონგში იმყოფება და ამბობს, რომ მზად არის, ნებისმიერ ქვეყანას სთხოვოს თავშესაფარი, "სადაც სიტყვის თავისუფლების სჯერათ". მან იმ მოტივებზეც ილაპარაკა, რამაც ინფორმაციის გავრცელებისკენ უბიძგა.

"როცა სულ უფრო ხშირად აწყდებით ასეთ შემთხვევებს, ეჭვობთ, რომ აქ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასთან გვაქვს საქმე. დროთა განმავლობაში ეჭვი მტკიცე რწმენაში გადადის და დუმილი უკვე აღარ შეიძლება, მაგრამ რაც უფრო მეტს ლაპარაკობთ ამაზე, მით უფრო ნაკლებს გისმენენ, თავიდან გიშორებენ, ამბობენ, რომ სერიოზული არაფერია, ვიდრე არ მიხვდებით, რომ ეს ყველაფერი საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს და არა ხელისუფლების დანიშნულმა ხალხმა", - ამბობს სნოუდენი.

ედვარდ სნოუდენს იმედი აქვს, რომ თვალთვალის საიდუმლო პროგრამების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება საზოგადოებაში ფართო დისკუსიის დასაბამი გახდება და ადამიანები სასამართლოს მეშვეობით დაიცავენ თავიანთი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.


მომზადებულია euronews.net-ის მიხედვით