loader

"წმენდის ოპერაცია" სტამბულში - დემონსტრანტები კვლავ ცრემლსადენი გაზით დაშალეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"წმენდის ოპერაცია" სტამბულში - დემონსტრანტები კვლავ ცრემლსადენი გაზით დაშალეს

თურქეთის სპეცდანიშნულების რაზმმა ტაქსიმის მოედანზე შეკრებილი დემონსტრანტები კვლავ ცრემლსადენი გაზით დაშალა. მომიტინგეებმა პოლიციის სპეცდანაყოფის რაზმებს საპასუხოდ პეტარდები, ქვები და ბოთლები დაუშინეს. არიან დაშავებულები, თუმცა ჯერჯერობით უცნობია მათი რაოდენობა.

სამართალდამცავებსა და მომიტინგეებს შორის პერიოდული შეტაკებები გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სტამბულის გუბერნატორის, ჰუსეინ ავნი მუთლის განცხადებით, მოედნის "გაწმენდის ოპერაცია" დღედაღამ გასტანს. "არ გავჩერდებით და ყველანაირ ზომას მივმართავთ, რათა მოედანი მარგინალი ელემენტებისგან გავათავისუფლოთ და ისევ დავუბრუნოთ ხალხს", - განაცხადა ქალაქის გუბერნატორმა და ამასთანავე, აღნიშნა, რომ პოლიცია ფრთხილად და კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

თურქეთის ადამიანთა უფლებადამცველი ფონდის მონაცემებით, ქვეყანაში მიმდინარე მასობრივ აქციებს სამი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ერთი პოლიციელი. დაშავებულია 5 ათასზე მეტი დემონსტრანტი. ხელისუფლების ინფორმაციით, დაშავებულთა შორის 600 პოლიციელია.

საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი”