loader

ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში სასულიერო პირი ლიდერობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში სასულიერო პირი ლიდერობს

ირანში 14 ივნისს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების პირველადი მონაცემებით, 64 წლის სასულიერო პირი ჰასან როუჰანი ლიდერობს. დათვლილი 5 მილიონი ხმის მიხედვით, როუჰანმა არჩევნებში 52% დააგროვა. მისმა მთავარმა კონკურენტმა, თეირანის მერმა მოჰამედ ბაყირ ყალიბაფმა კი ხმების 17% მოიპოვა.

მიუხედავად იმისა, რომ ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ექვსივე კანდიდატს, რომლებიც ქვეყნის სულიერი ლიდერის, აიათოლა ხომეინის მხარდამჭერად მოიაზრება, კონსერვატორებად განიხილავდნენ, ანალიტიკოსთა თქმით, 64 წლის როუჰანს მათ შორის ყველაზე "ზომიერად" მიიჩნევდნენ.

ექსპერტთა შეფასებით, არჩევნებამდე როუჰანმა დასავლეთთან დიალოგის განახლების, ირანში ცენზურის შემცირებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების პირობა დადო. 64 წლის როუჰანი თავის დროზე პარლამენტში სხვადასხვა პოსტს იკავებდა.