loader

ჩეხეთში მფრინავი ველოსიპედი შექმნეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩეხეთში მფრინავი ველოსიპედი შექმნეს

ჩეხმა გამომგონებლებმა მფრინავი ველოსიპედი შექმნეს. უჩვეულო სატრანსპორტო საშუალება მათ პრაღაში, ერთ-ერთ საგამოფენო დარბაზში წარმოადგინეს: დისტანციურად მართვადი ველოსიპედი ჰაერში 5 წუთი ტრიალებდა. მართალია, ჯერჯერობით ნიმუშით არა ადამიანმა, არამედ მანეკენმა იფრინა.

გარეგნულად იგი მთის ველოსიპედს ჰგავს, მაგრამ 5 კგ-ს იწონის. მასზე 6 საჰაერო ხრახნია დამაგრებული - 2 წინ და 2 უკან და თითო ორივე გვერდზე. 2013 წლის ბოლოსთვის ასეთ საფრენ აპარატებს მგზავრებისთვის გამოუშვებენ. ჯერჯერობით კი ბატარეის გაძლიერებაა საჭირო, - განაცხადა ტექნიკურმა დირექტორმა მილან დაჩეკმა.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე