loader

სინგაპურში ჰაერი დაშვებულ ნორმაზე ოთხჯერ დაბინძურებულია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სინგაპურში ჰაერი დაშვებულ ნორმაზე ოთხჯერ დაბინძურებულია

სინგაპურის მთავრობა საკუთარ მოქალაქეებს სახლში დარჩენას და ფანჯრების დახურვას ურჩევს. ამის მიზეზი კი კუნძულოვან სახელმწიფოში სმოგის უჩვეულოდ მაღალი დონეა. მედიკოსების თქმით, ატმოსფეროში კვამლის შემცველობა თითქმის ოთხჯერ აღემატება დაშვებულ ნორმას. შესაბამისად, ქუჩებში ხილვადობა დაბალია.

სმოგის მიზეზი მახლობელ ინდონეზიაში გაჩენილი ტყის ხანძრებია.

შექმნილ სიტუაციაში გასარკვევად მეზობელი ქვეყნების ლიდერები შეხვედრას გეგმავენ. თუმცა, სინგაპურში არ გამორიცხავენ, რომ ხანძრების გაჩენაში შეიძლება სინგაპურული კომპანიების ხელიც ერიოს.