loader

Femen-ის აქტივისტები ტუნისის პრემიერ-მინისტრის ესკორტს დაესხნენ თავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

Femen-ის აქტივისტები ტუნისის პრემიერ-მინისტრის ესკორტს დაესხნენ თავს

მოძრაობა Femen-ის აქტივისტები, ბრიუსელში ევროპარლამენტში მყოფ ტუნისის პრემიერ-მინისტრს დაესხნენ თავს. სამმა აქტივისტმა შენობის ავტოფარეხიდან გამოსვლისას ალი ლარაედას მანქანას გზა გადაუღობა, მასზე აძვრა და საქარე მინას მუშტებს ურტყამდა. ფემინისტები სკანდირებდნენ ფრაზებს: "შეწყვიტეთ რეპრესიები", "გაათავისუფლეთ ამინა". ამით Femen-მა მხარდაჭერა გამოხატა ანტი-ისლამისტი აქტივისტის, ამინა სბოუის მიმართ, რომელიც სოციალურ ქსელში საკუთარი შიშველი ფოტოს გამოქვეყნებისთვის დააპატიმრეს და ტუნისის ციხეში იხდის სასჯელს.