loader

ამერიკაში ჰომოსექსუალური ქორწინება დააკანონეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამერიკაში ჰომოსექსუალური ქორწინება დააკანონეს

აშშ-ს უმაღლესმა სასამართლომ გაათანაბრა ჰეტერო და ჰომოსექსუალური ქორწინებები. ინსტანციამ დაამტკიცა, რომ ჰომოსექსუალ წყვილებს ისეთივე უფლებები აქვთ, როგორც ჰეტეროსექსუალ მეუღლეებს. აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამამ აქტივისტებს გამარჯვება ტელეფონით მიულოცა.

"ეს დიდებული დღეა ამერიკული ისტორიისთვის. ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით კონსტიტუციით მონიჭებული უფლებების დაცვისთვის. დამოუკიდებლობის დეკლარაციაში ნათქვამია, რომე ყველა ადამიანი თანაბარია, ყველას აქვს სიცოცხლის, თავისუფლების და ბედნიერებისკენ სწრაფვის თანაბარი უფლება" - განაცხადა ადვოკატმა დევიდ ბოიზმა.

აშშ-ს 50-დან 36 შტატში ჰომოსექსუალური ქორწინებები აკრძალულია, ხოლო 12 შტატში - ნებადართული, რადგან სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, თითოეული შტატი საკუთარი კონსტიტუციის მიხედვით მოქმედებს და ამ გადაწყვეტილების შემდეგაც ასევე იმოქმედებს.