loader

"ნიდერლანდების ვენეცია" - გითჰორნი, სოფელი გზების გარეშე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნიდერლანდების ვენეცია" - გითჰორნი, სოფელი გზების გარეშე

როგორ წარმოგიდგენიათ ცხოვრება სოფელში, სადაც მოძრაობა მხოლოდ ნავით არის შესაძლებელი? პატარა ჰოლანდიური სოფელი გითჰორნი, რომელიც დე ვიდენის ბუნებრივი წყალსაცავის ცენტრში მდებარეობს, ადგილობრივებში ნიდერლანდური ვენეციის სახელითაა ცნობილი.

სოფელში, რომელიც 1230 წელს დაარსდა, თითქმის არ არსებობს ქუჩები. აქ 50 პატარა ხიდი და პატარა სახლებია. გითჰორნი რამდენიმე გზაა, რომელთა უმეტესობას სახელიც არ აქვს. იქ მცხოვრებნი კი არხებში ელექტრონავებით დაცურავენ და ისე გადაადგილდებიან. სულ არხების სიგრძე 7.5 კმ-ს აღწევს. გითჰორნიშვიათად შეხვდებით მანქანას, რის გამოც სოფელში სუფთა ჰაერი და სიმყუდროვე არასდროს ირღვევა.

გზების არარსებობის გამო სკოლაში წასვლა ან საყიდლებიდან შინ მისვლა ცოტათი გართულებულია, ხოლო, როდესაც არხები იყინება, ადგილობრივებს გაყინულ წყალზე ციგურებით სრიალი უწევ.

გითჰორნი ნიდერლანდების ღირსშესანიშნაობაა. მან სახელი 1958 წელს მას შემდეგ გაითქვა, რაც რეჟისორმა ბერტ ჰანსტრამ თავისი ცნობილი ფილმი "ფანფარე" აქ გადაიღო.