loader

"მის მინსკი 2013" პორნოსკანდალში გაეხვია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მის მინსკი 2013" პორნოსკანდალში გაეხვია

ბელორუსის მედია და ბლოგერები "მის მინსკი 2013"-ის გამარჯვებულის, იანა კონცევენკოს პიკანტურ ფოტოებს განიხილავენ.

ლამაზმანის პირველი თამამი ფოტოები იანას Instagram-ის საიტზე იპოვეს. ერთ-ერთ მათგანზე გოგონა საცვლების ამარაა. მოგვიანებით ინტერნეტ-მომხმარებლები ერთ-ერთ წვეულებაზე გადაღებულ კიდევ უფრო თამამ ფოტოებს წააწყდნენ. პრესამ ამავე დროს გაარკვია, რომ მეორე ვიცე-მისი, ნატალია ბაშურა, "მის მეგობრობის" ტიტულის მფლობელი ეკატერინა ვოიტუსი და კონკურსის კიდევ რამდენიმე მონაწილე კლუბში სტრიპტიზს ცეკვავენ.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ "მის მინსკი" საცვლებში არა მხოლოდ სახლში, არამედ საზოგადოებაშიც პოზირებს. გამოცემა Geometria-მ მინსკის კლუბ Dozari-ში წვეულებაზე გადაღებული იანა კონცევენკოს ფოტოები გამოაქვეყნა. ერთ-ერთ ფოტოზე იანა ბარის დახლზე მკერდმოშიშვლებული წევს.

ბელორუსის ინტერნეტ-აუდიტორია ორად გაიყო. ერთნი ამბობენ, რომ გოგონას, რომელიც სილამაზის დედოფლიდან "მის სტრიპტიზად" იქცა, ტიტული უნდა ჩამოართვან; სხვები კი მიიჩნევენ, რომ იანას უფლება აქვს, თავად გადაწყვიტოს, როგორ იცხოვროს.