loader

იოანე პავლე II-ს წმინდანად შერაცხავენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იოანე პავლე II-ს წმინდანად შერაცხავენ

რომის პაპ იოანე პავლე II-ს გარდაცვალებიდან რვა წლის შემდეგ წმინდანად შერაცხავენ. წმინდანების კანონიზაციის კომისიამ აწ გარდაცვლილი პაპის მეორე სასწაული სცნო, რაც სავსებით საკმარისია წმინდანად კურთხევისთვის. როგორც ვატიკანში იუწყებიან, კოსტარიკელმა ქალმა თავის ტვინის ძლიერი ტრავმის შემდეგ ლოცვა დაიწყო იოანე პავლე II-ის მიმართ და ერთ წელიწადში განიკურნა.

წმინდანად შერაცხვაზე ახლა უკვე მხოლოდ მოქმედი პაპის, ფრანცისკის თანხმობაა საჭირო. პაპის თანხმობის შემთხვევაში გარდაცვილი იოანე პავლე II-ის კანონიზაცია მიმდინარე წლის ბოლომდე მოხდება.

იოანე პავლე II პირველი იქნება კათოლიკური სამყაროს ისტორიაში, რომელიც გარდაცვალებიდან ასე მალე შერაცხეს წმინდანად.