loader

მურსი ისევ თანამდებობაზე რჩება, ეგვიპტეში ვითარება უკიდურესად დაძაბულია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მურსი ისევ თანამდებობაზე რჩება, ეგვიპტეში ვითარება უკიდურესად დაძაბულია

ოპოზიციის მიერ ეგვიპტის პრეზიდენტისთვის მიცემული 48-საათიანი ვადა, რომლის განმავლობაშიც მოჰამედ მურსის თანამდებობა უნდა დაეტოვებინა, გავიდა. მაგრამ პრეზიდენტი ისევ თავის პოსტზე რჩება და გადადგომაზე უარს ამბობს. მისმა უარმა კიდევ უფრო დაძაბა ეგვიპტეში არსებული ისედაც რთული ვითარება.

ქაიროს უნივერსიტეტთან მურსის მომხრეებისა და ოპოზიციის წევრების შეტაკებისას თექვსმეტი ადამიანი დაიღუპა, ორასზე მეტი კი დაშავდა. მოწინააღმდეგეების გასაშველებლად უნივერსიტეტთან ჯავშანტექნიკა იყო მობილიზებული.

ტაჰრირის მოედანზე კვლავ ასიათასობით ადამიანი ითხოვს ისლამისტი პრეზიდენტის გადადგომას.
"ჩვენი ლეგიტიმურობა აქ, ტაჰრირის მოედანზე დაიწყო. როდესაც პირველი მოწამე დაიღუპა, ჩვენ შურისძიებისკენ მოწოდება არც გვიფიქრია. ახლაც ვიპოვით გამოსავალს და ჩვენს უფლებებს დავიცავთ", - ამბობენ დემონსტრანტები.


მომზადებულია euronews.net-ის მიხედვით