loader

"მაუსის" შემქმნელი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მაუსის" შემქმნელი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

აშშ-ში კომპიუტერული ტექნოლოგიების პიონერი, კომპიუტერის "თაგვის", კომპიუტერული ქსელებისა და გრაფიკული ინტერფეისის შემქმნელი დუგლას ენგელბარტი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. კომპიუტერის "თაგვი", ჯერ კიდევ ხის ყუთით, ორი ბორბლითა და სამი კლავიშით, მან 1960-იან წლებში შექმნა, ხოლო პატენტის შესახებ განცხადება 1967 წელს შეიტანა.

"თაგვის" შექმნის იდეა ენგელბარტს 1964 წელს გრაფიკული დიზაინის კონფერენციაზე გაუჩნდა: ის დაფიქრდა იმაზე, თუ რა ადვილი იქნებოდა ეკრანზე კურსორით გადაადგილება. მისი ჩანაწერები დუგლასმა კოლეგას, უილიამ ინგლიშს გადასცა, რომელმაც კონსტრუქტორის მეშვეობით კომპიუტერის "თაგვის" აწყობა შეძლო.

1968 წელს მოწყობილობა სან-ფრანცისკოში კომპიუტერულ გამოფენაზე გამოიტანეს და მან ფურორი მოახდინა: "მაუსის" დახმარებით ენგელბარტმა ინფორმაციის ჩვენების ახალი პრინციპის - NLS-ის დემონსტრირებაც მოახდინა. NLS მეცნიერმა მისი კოლეგებისთვის სტრუქტურირების და ინფორმაციის გაცვლის გასამარტივებლად შექმნა. მოგვიანებით ამ პრეზენტაციას "ყველა პრეზენტაციის დედა" უწოდეს - ის იჯდა კომპიუტერთან, რომელსაც ჰქონდა კლავიატურა, "თაგვი" და სამართავი პანელი, ხოლო მისი ქმედებები 6,7მ-ის დიაგონალის მქონე ეკრანზე გადაიცემოდა.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე