loader

ნანგრევებში მოყოლილმა ქალმა შვილიშვილი სიკვდილისგან ჩახუტებით იხსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნანგრევებში მოყოლილმა ქალმა შვილიშვილი სიკვდილისგან ჩახუტებით იხსნა

მომაკვდავმა ბებიამ შვილიშვილის სიცოცხლე ჩახუტებით იხსნა. შემთხვევა ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში მოხდა, სადაც წყალდიდობამ 39 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და მრავალი შენობა დააზიანა.

პან გოუფენგი ერთ-ერთი სახლის ნანგრევებში მოჰყვა 15 თვის შვილიშვილთან, უეისთან ერთად. როგორც მაშველებმა აღმოაჩინეს, ბებია ჩაეხუტა გოგონას და ასე დაიფარა რკინა-ბეტონის ნანგრევებისგან. "შვიდი საათის განმავლობაში იყვნენ დამარხულები, მაგრამ ბავშვი მაინც გადარჩა. ეს სასწაულია" - ამბობს ერთ-ერთი მაშველი.

სამწუხაროდ, ქალი დაიღუპა. ჩინურ სოციალურ მედიაში ის გმირად შერაცხეს.