loader

ბულდოზერებმა ინკების უძველესი პირამიდა მიწასთან გაასწორეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბულდოზერებმა ინკების უძველესი პირამიდა მიწასთან გაასწორეს

პერუში მორიგი ვანდალური აქტი მოხდა - კერძო სამშენებლო კომპანიის ბულდოზერებმა ინკების უძველესი პირამიდა მიწასთან გაასწორეს. ქალაქ სან მარტინ დე პორესის მახლობლად მდებარე ექვსი მეტრის სიმაღლის პირამიდა 5000 წლის იყო და ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ძველ კულტურულ ძეგლად ითვლებოდა. ქალაქის მერი ფრედი ტერნერო აცხადებს, რომ კომპანიამ უკანონოდ დაანგრია ღირსშესანიშნაობა, რადგან კულტურის სამინისტროსგან ნებართვა არ ჰქონია. აღსანიშნავია, რომ იგივე კომპანია სამი სხვა პირამიდის დანგრევასაც ცდილობდა, მაგრამ ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ხელი შეუშალეს.