loader

ეგვიპტეში მომხდარ შეტაკებებს 17 ადამიანი ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეგვიპტეში მომხდარ შეტაკებებს 17 ადამიანი ემსხვერპლა

მინიმუმ 17 ადამიანი დაიღუპა და 400-ზე მეტმა მიიღო სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება ეგვიპტეში მომხდარი დაპირისპირებების შედეგად. შეტაკეტა ყოფილი პრეზიდენტის, მუჰამედ მურსის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის მოხდა. დემონსტრანტებს შორის ძალადობრივი დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც ქაიროში უსაფრთხოების ძალებმა მოჰამედ მურსის სამი მხარდამჭერი მოკლეს.
ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, გარდაცვლილთა უმეტესობა ცეცხლსასროლი იარაღით იყო მოკლული.

ეგვიპტეში გასული კვირის ბოლოს დაწყებული მასობრივი არეულობების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა. ეგვიპტის სხვადასხვა ქალაქებში არეულობა კი კვლავ გრძელდება. ქუჩაში გამოსული ათასობით ეგვიპტელი დამხობილი პრეზიდენტის მოჰამედ მურსის პოსტზე დაბრუნებას ითხოვს.

euronews.net-ის მიხედვით