loader

როგორ "რეცხავენ" მდინარე ხუანხეს - სანახაობა ათასობით ტურისტს იზიდავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ "რეცხავენ" მდინარე ხუანხეს - სანახაობა ათასობით ტურისტს იზიდავს

ჩინეთში, სიდიდით მეორე მდინარის, ხუანხეს ნაპირებზე ათეულათასობით ტურისტი იკრიბება ყოველწლიურ შთამბეჭდავ სანახაობაზე დასასწრებად - მდინარის შლამისგან გასუფთავების პროცესის სანახავად. წელიწადში ერთხელ ყვითელ მდინარეში ჯებირიდან ტონობით ქვიშას ყრიან და წყალს უშვებენ. 5464 კილომეტრის სიგრძის მდინარე ხუანხე ჩინეთის ორ ავტონომიურ ოლქზე გადის და ცხრა პროვინციას კვეთს. მისი 800-მეტრიანი მონაკვეთი ზღვასთან ახლოს მდებარეობს და სწრაფად ივსება შლამით, რაც ახლომახლო დასახლებებს დატბორვის საფრთხეს უქმნის. სწორედ ამიტომ ეწყობა აქ მდინარის "ქვიშით გარეცხვის" რიტუალი, რომელიც უამრავ ტურისტს იზიდავს.