loader

"ცოლის ზურგით ტარების" ჩემპიონი ფინელი ქმარია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ცოლის ზურგით ტარების" ჩემპიონი ფინელი ქმარია

"ცოლების ზურგით ტარების" ჩემპიონატში 7 ქვეყნის წარმომადგენელმა ორმოცმა წყვილმა მიიღო მონაწილეობა. ჩემპიონატს ფინეთმა უმასპინძლა. მორბენალი ქმრის მიზანი 250-მეტრიანი დისტანციის სირბილით დაფარვაა, ოღონდ ეს მიზანი საკმაოდ რთულად მისაღწევია, რადგან მას ზურგზე საკუთარი ცოლი ჰყავს მოკიდებული.

სარბენ დისტანციაზე რამდენიმე დაბრკოლებაა - აუზი ყინულოვანი წყლით, რომელსაც მონაწილეები გვერდს ვერ უვლიან და შიგ ხტებიან. ცივი აბაზანის მიღების შემდეგ გაგრილებულ, გამხნევებულ და თავით ფეხამდე სველ მეუღლეებს ქვიშიანი მოედნის გადალახვა და ხის მორებზე ხტომა უწევთ. ჩემპიონატზე ცოლის ზურგზე მოკიდების ყველაზე პოპულარული ხერხი ე.წ. ესტონური მეთოდია, როცა თავით დაკიდებულ ქალს ფეხები ქმრის კისერზე აქვს მოხვეული, ხელები კი - წელზე. ფინელმა ტაისტო მიეტინენმა, ისევე, როგორც წინა სამ ჩემპიონატზე, წელსაც არავის დაუთმო "ცოლის ზურგით ტარებაში" ჩემპიონი ქმრის ტიტული.