loader

მეწყერმა 40 ადამიანი მოიყოლა - დამანგრეველი სტიქია ჩინეთში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მეწყერმა 40 ადამიანი მოიყოლა - დამანგრეველი სტიქია ჩინეთში

სტიქია მძვინვარებს ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში. გადაუღებელი წვიმების შედეგად გამოწვეულმა მეწყერმა ორმოცი ადამიანი მოიყოლა. სამძებრო სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობს, თუმცა დაკარგულების გადარჩენის შანსი თითქმის არ არსებობს. ადიდებულმა წყალმა მდინარე ტონგკოუზე ხიდი და მასზე მყოფი ხუთი მანქანა წალეკა. ავტომობილებში 12 მგზავრი იმყოფებოდა. სამი მათგანის ამოყვანა სწრაფადვე მოხერხდა, დანარჩენები კი უგზოუკვლოდ არიან დაკარგულები.

სიჩუანის პროვინციიდან უკვე ევაკუირებულია 37 ათასამდე ადამიანი.