loader

კოსტა-რიკამ შეცდომით ერთსქესიანთა ქორწინება დააკანონა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კოსტა-რიკამ შეცდომით ერთსქესიანთა ქორწინება დააკანონა

კოსტა-რიკა მესამე ქვეყანა გახდა ლათინურ ამერიკაში, სადაც ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზება მოხდა. თანაც, ამაში პარლამენტს მონაწილეობა არ მიუღია.

როდესაც კანონმდებლებს შესწორებები შეჰქონდათ, ეგონათ, რომ მხოლოდ ფორმულირებას ცვლიდნენ. სინამდვილეში კი ისეთი გარემო შექმნეს, რომ ერთსქესიანთა ქორწინების გაფორმება გახდა შესაძლებელი. გონს მოსულები პრეზიდენტ ლაურა ჩინჩილას მიადგნენ, რომ მას ვეტოს უფლებით ესარგებლა, მაგრამ პრეზიდენტმა უარი განაცხადა პარლამენტის შეცდომის გამოსწორებაზე და კანონს ხელი მოაწერა.

შედეგად, დეპუტატები უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ - ჟურნალისტები და საზოგადოება ერთხმად აკრიტიკებენ პარლამენტარებს, რომელთათვის ნორმა გახდა, არ წაიკითხონ კანონპროექტები.

Reitingi.ge