loader

დიდი ბრიტანეთი სამეფო პირმშოს მოლოდინშია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დიდი ბრიტანეთი სამეფო პირმშოს მოლოდინშია

ლონდონში წმინდა მარიამის სახელობის ჰოსპიტალთან, სამეფო ოჯახის თაყვანიცმცემლებმა კარვების ქალაქი მოაწყვეს. შეკრებილი გულშემატკივრები ქეითის და უილიამის ბავშვის დაბადებას ელოდებიან.

ინფორმაცია ქეით მიდლტონის მშობიარობის შესახებ, ბრიტანულ გაზეთებში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა და სამეფო პირმშოს დაბადების სავარაუდო თარიღად 19 ივლისი მოიაზრებოდა. თუმცა, პრესაში ჯერ კიდევ არ გავრცელებულა ზუსტი ინფორმაცია, ბავშვის დაბადების შესახებ. როგორც ცნობილია, კემბრიჯის ჰერცოგინიამ საკეისრო კვეთაზე უარი თქვა, იგი ბავშვის გაჩენას ბუნებრივი გზით აპირებს და სავარაუდოდ, საავადმყოფოში 2-3 დღეს გაატარებს.