loader

სქესშეცვლილი თინეიჯერი წყვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სქესშეცვლილი თინეიჯერი წყვილი

ეს თინეიჯერი წყვილი თანატოლებისგან არაფრით განსხვავდებიან, რომ არა ერთი ნიუანსი - ბიჭი თავის დროზე გოგონად მოევლინა ქვეყანას, მისი გელფრენდი კი - ვაჟად.

17 წლის ერინმა და 19 წლის კეიტმა ერთმანეთი ოკლაჰომაში, ტრანსექსუალი მოზარდების მხარდამჭერ ორგანიზაციაში გაიცნეს. ერინი ერთ დროს გოგო იყო, სახელად ემერალდა, კეიტის სახელი კი ლუკი გახლდათ.

ერთი წლის წინ კეიტმა მრავალწლიანი ოცნება აისრულა და სქესის შეცვლის ოპერაცია გაიკეთა. საჭირო თანხა მას უცნობმა ადამიანმა გადაუხადა, რომელმაც გოგონას ისტორია გაზეთით შეიტყო და მის ანგარიშზე 35 ათასი დოლარი გადარიცხა. შემდეგ კი ერინმა ჩაიტარა მკერდის მოკვეთის ოპერაცია, რომ სრულყოფილ ვაჟად ქცეულიყო.

"ახლა ტრუსისამარა ბანაობა და მაისურის თავისუფლად ტარება შემიძლია, ნამდვილი ბიჭი ვარ. ადრე მძულდა ჩემი მკერდი, რადგან ვგრძნობდი, რომ ჩემი არ იყო. ახლა ის ვარ, ვინც უნდა ვიყო", - აცხადებს ერინი.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge -ზე