loader

ტაილანდის სანაპიროზე ნავთობი ჩაიღვარა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტაილანდის სანაპიროზე ნავთობი ჩაიღვარა

ნავთობი სამოთხის ნაპირებთან - ტაილანდში მილსადენიდან გაჟონილმა ნავთობმა პოპულარული ტურისტული კუნძულის კოჰ სამეტის ნაპირებს მიაღწია. რამდენიმე დღის განმავლობაში წყალში 50 ათას ლიტრამდე ნავთობი ჩაიღვარა და სანაპირო მთლიანად დაფარა. სამეტის პლაჟების გასაწმენდად ასობით ადამიანია მობილიზებული, მათ შორის - გარემოს დამცველები, სამხედრო-საზღვაო ფლოტის წევრები და ადგილობრივი მცხოვრებლები.

თუმცა შავი სანაპიროები ტურისტებს აღარ იზიდავს. უკვე ჩამოსული დამსვენებლები ნაადრევად მიემგზავრებიან შინ ან სხვა კურორტზე ინაცვლებენ.

მილსადენის ოპერატორმა კომპანიამ საჯაროდ მოიხადა ბოდიში და განაცხადა, რომ ამგვარი რამ აღარ განმეორდება, თუმცა ზიანს, რომელიც კუნძულის ეკოლოგიას მიადგა, ცხადია ოფიციალური მობოდიშება ვერ აანაზღაურებს.