loader

ტელეშოუში "საჩუქრად" ბავშვებს არიგებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტელეშოუში "საჩუქრად" ბავშვებს არიგებენ

ტელეშოუები აუდიტორიას ათასგვარი პრიზებითა და საჩუქრებით ხიბლავენ: არიგებენ კომპიუტერებს, საოჯახო ტექნიკას, საგზურებს ან სახლებს. მაგრამ, ის რაც, პაკისტანურ ტელეშოუში მოხდა, ჯერ არსად არასოდეს მომხდარა - პოპულარულმა ტელეწამყვანმა ამირ ლიაკუატ ჰუსეინმა ერთ-ერთი გადაცემის დროს უშვილო ოჯახს ბავშვი "აჩუქა".

ტელეგადაცემაში, რომელიც რამადანის პერიოდს დაემთხვა, წამყვანმა მაყურებელს საბანში გახვეული ჩვილი უჩვენა და გამოაცხადა: "ეს არის გოგონა, რომელიც ვიღაცამ ნაგვის გროვაში დატოვა"... მერე კი ბავშვი გადაცემაში მიწვეულ უშვილო ოჯახს გადასცა. ამავე დღეს, კიდევ ერთი ბავშვი გადასცეს სხვა უშვილო წყვილს.

"ქრისტიანებისთვის შობა ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული. მათ ჰყავთ სანტა კლაუსი, რომელიც მათ სასურველ საჩუქრებს ურიგებს. ჩვენთვის, მუსლიმებისთვის რამადანი ყველაზე წმინდა დღესასწაულია. ამიტომ, სწორედ ამ დროს უნდა მივანიჭოთ ადამიანებს ბედნიერება. რა შეიძლება იყოს იმაზე დიდი სიხარული ვიდრე შვილია?" - ამბობს ამირ ლიაკუატ ჰუსეინი CNN-ის კორესპონდენტთან საუბრისას.

წყარო: reitingi.ge