loader

"გეების გული უნდა დაიწვას..." - რუსი ჟურნალისტის სკანდალური განცხადება პირდაპირ ეთერში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გეების გული უნდა დაიწვას..." - რუსი ჟურნალისტის სკანდალური განცხადება პირდაპირ ეთერში

ცნობილმა რუსმა ტელეწამყვანმა დიმიტრი კისილოვმა ერთ-ერთი გადაცემის ეთერში სკანდალური განცხადება გააკეთა: "ჰომოსექსუალებს უნდა აეკრძალოთ სისხლის და სპერმის დონორობა, ავტოკატასტროფის შემთხვევაში კი მათი გული უნდა დაიწვას, როგორც გამოუსადეგარი სხვა სიცოცხლის გასაგრძელებლად".

სკანდალური განცხადება ჟურნალისტმა ოთხი თვის წინ გააკეთა, თუმცა მას კიდევ უფრო დიდი გამოხმაურება მოჰყვა მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა "ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვის შესახებ" კანონს ხელი მოაწერა. კისილოვი აღნიშნავს, რომ არ ნანობს თავის სიტყვებს, რომელიც რუსული ტელეკომპანია Россия 1-ის პირდაპირ ეთერში გააკეთა, მიუხედავად იმისა, რომ სიძულვილის ენის გამოყენებისთვის მოქალაქეებმა უჩივლეს კიდეც.