loader

ორი მამა, ერთი დედა და "ფეისბუქით" ნაშვილები ბიჭი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ორი მამა, ერთი დედა და "ფეისბუქით" ნაშვილები ბიჭი

ინტერნეტის ეპოქაში ყოველდღიურმა ურთიერთობებმა ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლა. წყვილები ერთმანეთს ინტერნეტით იცნობენ და ოჯახდებიან, ადამიანები ასეულობით კილომეტრით დაშორებულ მანძილზე უმეგობრდებიან ერთმანეთს. თუმცა ინტერნეტის კიდევ ერთი უჩვეულო "მომსახურება" მოდური ახლა ხდება.

აშშ-ში, ვაშინგტონის შტატში მცხოვრებმა გეი-წყვილმა ბრედ ლეტსონმა და ბრედ ბენტონმა, 5-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ შვილის აყვანა გადაწყვიტა. წყვილმა თითქმის ყველა გაშვილების ბიუროს მიმართა, თუმცა 1-წლიანი ძებნა უშედეგო გამოდგა. ბოლოს მამაკაცებმა "ფეისბუქზე" გვერდი "2 ბრედი - 2 მამა" შექმნეს და შესაბამისი განცხადებაც განათავსეს. სასურველი პასუხი წყვილმა მალევე მიიღო: მომავალ მამებს 5 თვის ორსული სესა ჯულიანი გამოეხმაურა. 2010 წელს სესას ბიჭი, კაილი შეეძინა, რომელიც ორმა ბრედმა ორი თვის ასაკში ოფიციალურად იშვილა. დღეს 3 წლის კაილს ორი მამა და ერთი დედა ჰყავს - სესას ის ყოველდღიურად ესაუბრება "სკაიპით".

რადგან "ფეისბუქით" შვილად აყვანის პროცესი წარმატებული აღმოჩნდა, ბრედ ლეტსონმა და ბრედ ბენტონმა გადაწყვიტეს, სხვა წყვილებსაც დახმარებოდნენ. მათ სპეციალური საიტი და "ფეისბუქის" გვერდი აქვთ, სადაც უშვილო წყვილებს საშუალება ეძლევათ, ბავშვი აიყვანონ.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე

ასევე იხილეთ: გეი-ბავშვები და სიმღერა ორ მამაზე - ქვეყნები, სადაც ბაღიდან ასწავლიან ტოლერანტობას