loader

კაიროში დაღუპულებს გლოვობენ - მსხვერპლთა რაოდენობამ 600-ს გადააჭარბა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კაიროში დაღუპულებს გლოვობენ - მსხვერპლთა რაოდენობამ 600-ს გადააჭარბა

ეგვიპტეში დაღუპულთა რიცხვმა 600-ს გადააჭარბა. სამართალდამცველებსა და პატიმრობაში მყოფ პრეზიდენტ მოჰამედ მურსის მხარდამჭერებს შორის დაპირისპირებს, ბოლო მონაცემებით, 638 ადამიანი ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, "მუსლიმთა საძმო" ქაიროში მურსის მხარდამჭერი აქციების განახლებას გეგმავს და ეგვიპტელებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს.

ეგვიპტეში მომხდარ სისხლისღვრას გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი. ბარაქ ობამამ ეგვიპტის დროებითი მთავრობის ქმედება დაგმო და განაცხადა, რომ ეგვიპტის ხელისუფლებამ "სახიფათო გზა აირჩია" და რომ აშშ-სა და ეგვიპტეს შორის თანამშრომლობა ნორმალურ რეჟიმში არ გაგრძელდება, ვიდრე იქ ქუჩებში ხალხს ხოცავენ.

შექმნილი ვითარების გამო ეგვიპტის დროებითმა მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა, რამდენიმე პროვინციაში კი კომენდანტის საათი მოქმედებს.