loader

პრინცესა დიანა მოკლეს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრინცესა დიანა მოკლეს?

სკოტლანდ-იარდი უელსის პრინცესა დიანას გარდაცვალების ახალ ვერსიას იძიებს. პოლიცია პრინცესა დიანას, დოდი ალ-ფაიედისა და მათი ავტომობილის მძღოლის, ანრი პოლის სიკვდილთან SAS-ის (Special Air Service) სამეფო სპეცდანიშნულების რაზმის კავშირს ამოწმებს.

ახალმა მონაცემებმა, შესაძლოა, 1997 წლის 31 აგვისტოს პარიზში მომხდარი ავტოკატასტროფის ოფიციალური მიზეზი შეცვალოს. პროვოკაციულმა ინფორმაციამ სერჟანტ დენი ნაიტინგეილის სასამართო პროცესის მსვლელობისას გაჟონა, რომელიც იარაღის უკანონო შენახვაში სცნეს დამნაშავედ. საქმის მასალებში ფიგურირებდა წერილი, სადაც აღნიშნული იყო, რომ სპეცრაზმის სნაიპერი, რომელიც სერჟანტ ნაიტინგეილის ოთახის მეზობელი იყო, აცხადებდა, თითქოს პრინცესა დიანას სიკვდილის უკან SAS-ის ქვედანაყოფი იდგა.

აღსანიშნავია, რომ 2011 წელს კანის კინოფესტივალზე აჩვენეს ბრიტანელი რეჟისორის, კიტ ალენის ფილმი "უკანონო მკვლელობა", რომელშიც ავტორი აცხადებდა, რომ პრინცესა დიანა ბრიტანული სპეცსამსახურების მსხვერპლი გახდა.


ასევე იხილეთ:

Diana - ბიოგრაფიული დრამა "ხალხის პრინცესაზე"

პრინცესა დიანას სკანდალური ფოტო წარწერით - "არ გამოქვეყნდეს"

პრინცესა დიანას მოჩვენება შოტლანდიიის ეკლესიაში ტურისტებმა გადაიღეს

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-
ზე