loader

"ალ ქაიდა" ევროპაში ტერორისტულ აქტებს გეგმავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ალ ქაიდა" ევროპაში ტერორისტულ აქტებს გეგმავს

"ალ ქაიდა" ევროპის რკინიგზაზე მოძრავ სწრაფმავალ მატარებლებზე ტერორისტულ აქტებს გეგმავს. ამის შესახებ "ევრონიუსი" იუწყება.
ინფორმაცია მოსალოდნელ ტერორისტულ აქტებზე გერმანულმა გამოცემა "ბილმა" გაავრცელა. მათივე ცნობით, არ არის გამორიცხული, ტერორისტულმა დაჯგუფებამ ასაფეთქებელი მოწყობილობები მატარებლებში დაამონტაჟოს.

"ალ ქაიდას" მოსალოდნელ ტერაქტებზე ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტომ ხელთ იგდო ტერორისტული დაჯგუფების ორი ლიდერის სატელეფონო ჩანაწერი, რის შემდეგაც აშშ-მ შუა აღმოსავლეთის, აფრიკისა და აზიის რამდენიმე ქვეყანაში უსაფრთხოების მიზნით საელჩოები და საკონსულოები დახურა. "ბილდის" ცნობით, გერმანულმა პოლიციამ რკინიგზებზე უსაფრთხოების ზომები გააძლიერა.


მომზადებულია euronews.net-ის მიხედვით