loader

ჭარბწონიანი მამაკაცის სახლიდან გამოსაყვანად კედელი დაანგრიეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჭარბწონიანი მამაკაცის სახლიდან გამოსაყვანად კედელი დაანგრიეს

საუდის არაბეთში ექიმები ჭარბწონიანი პაციენტის გადარჩენას ცდილობენ. მათ უკვე გადადგეს პირველი ნაბიჯი 20 წლის ჰალიდ იბნ მოჰსენ შაარის გამოჯანმრთელების გზაზე - ჰალიდი, რომელიც 610 კილოგრამს იწონის და ორი წელია, ჭარბწონიანობის გამო სახლშია გამოკეტილი, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პაციენტის სახლიდან გამოყვანა სამაშველო ოპერაციას დაემსგავსა. მასში სამოქალაქო თავდაცვის შტაბის თანამშრომლები და წითელი ჯვრის ადგილობრივი განყოფილებაც ჩაერთო. მაშველებმა სახლის ერთ-ერთი კედელი გამოანგრიეს და ამწეს დახმარებით, საწოლით გადაიყვანეს ახალგაზრდა მანქანაზე. ჰალიდ შაარი ელ-რიადში თვითმფრინავით გადაიყვანეს.

შაარისთვის კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევის ბრძანება 6 თვის წინ პირადად გასცა საუდის მეფემ აბადალა იბნ აბდელ აზიზ ალ-საუდმა. თუმცა მკურნალობის პროცესის დაწყება გაჭიანურდა, რადგან პაციენტისთვის აშშ-ში სპეციალური საწოლი უნდა დაემზადებინათ. "როიტერის" ინფორმაციით, ჰალიდ შაარის და-ძმაც ჭარბწონიანობით იტანჯება, თუმცა მათ გადაადგილება შეუძლიათ.