loader

ეგვიპტის ექს პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი თავისუფალია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეგვიპტის ექს პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი თავისუფალია

ეგვიპტის სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაქის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, ეგვიპტის ყოფილ ლიდერს ბრალდებები მოეხსნა და, სავარაუდოდ, ციხეს დღის ბოლოსთვის დატოვებს.

85 წლის ჰოსნი მუბარაქი ეგვიპტის პრეზიდენტის პოსტიდან 2011 წელს, 18-დღიანი დემონსტრაციების შემდეგ გადადგა, რომლის დროსაც 800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. იმავე წელს მუბარაქი სახალხო აჯანყების დროს დემონსტრანტების დახოცვის ბრძანების გაცემის ბრალდებით დააპატიმრეს. 2012 წელს ეგვიპტის სასამართლომ მუბარაქს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა, მან განაჩენი უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.

ჰოსნი მუბარაქი ეგვიპტეს 30 წლის განმავლობაში მართავდა.