loader

ბრაზილიელი პატიმრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის ბადეებს და ბურთებს კერავენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბრაზილიელი პატიმრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის ბადეებს და ბურთებს კერავენ

საფეხბურთო ბადეებითა და ბურთებით მოფენილი ბრაზილიელი პატიმრების გზა თავისუფლებისკენ - ბრაზილიის პენიტენციურმა სისტემამ ბოლო დროს ლიბერალობით და კრეატიულობით გაითქვა სახელი. ამ ქვეყანაში პატიმრებს შეუძლიათ სასჯელის ვადა წიგნების კითხვით, ქსოვით და სხვა სამეურნეო სახის საქმიანობით შეიმოკლონ. ახლა, როცა ფეხბურთის 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ახლოვდება, ისინი საფეხბურთო ბადეების, სპორტული ტანისსამოსის და ბურთების კერვაზე გადაერთვნენ.

"ადამიანური თვალსაზრისით, აქ ბევრი რამ ვისწავლე. ეს ღირსების საქმეა. აქ თავს პატიმრად კი არა, სხვებივით სრულუფლებიან მოქალაქედ ვგრძნობ" , - ამბობს ერთ-ერთი პატიმარი. მუშაობის სამი დღის სანაცვლოდ მათ პატიმრობის ერთი დღე აკლდებათ. მათი შრომის ნაყოფი სახელმწიფო სკოლებს და სხვადასხვა ასოციაციებს გადაეცემა. სპორტული აქსესუარების დამზადების პროექტს "დახატე თავისუფლება" ბრაზილიის სპორტის სამინისტრო აფინანსებს.