loader

"საშიში" რობოტებით დასახლებული პარკის ჯადოსნური სამყარო კალიფორნიაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საშიში" რობოტებით დასახლებული პარკის ჯადოსნური სამყარო კალიფორნიაში

თუ ოდესმე ამერიკაში, პალმ სპრინგსში მოხვდებით და გზის პირას გიგანტურ, "საშიშ" რობოტებს გადააწყდებით, არ დაფრთხეთ - ეს მხოლოდ ხელოვნების ნიმუშებია, რომლებიც უცხოპლანეტელების თემით შთაგონებულმა კალიფორნიელმა არტისტმა კენი ირვინ უმცროსმა შექმნა. პარკი, რომელიც მამამისის სახლს აკრავს, კენიმ არაჩვეულებრივ გამოფენად აქცია. პარკის ტერიტორიაზე 200 -მდე უჩვეულო ქანდაკება დგას - არტისტის ბობოქარი ფანტაზიის ნაყოფი.

ნამუშევრების შესაქმნელად კენი ნაგავსაყრელზე ნაპოვნ ნივთებს, ჯართს, ძველ ხმარებიდან გამოსულ ტექნიკას და ტონობით წებოს იყენებს. რაც მთავარია, მისი ქანდაკებები არავითარ შემთხვევაში არ არის ერთფეროვანი, მოსაწყენი და ფილოსოფიური - მათ დამთვალიერებლები ჯადოსნურ სამყაროში გადაჰყავთ და თავიანთი შემქნელის მდიდარი ფანტაზიის ნაწილს გადასცემენ.