loader

სირიაში გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა დაიწყო მუშაობა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სირიაში გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა დაიწყო მუშაობა

სირიაში მუშაობა დაიწყო ექსპერტთა ჯგუფმა, რომელსაც გაეროს წარმომადგენელი ანგელა ქეინი ხელმძღვანელობს. ორშაბათს ექსპერტებს იმ ადგილის დათვალიერება ჰქონდათ განზრახული, სადაც წინასწარი მონაცემებით, ქიმიური იარაღი გამოიყენეს, თუმცა, მათი კორტეჟი სნაიპერებმა ჩაცხრილეს. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა.

სირიის საავადმყოფოებში ამჟამად საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის - "ექიმების საზღვრებს გარეშე"-ს სპეციალისტები მუშაობენ.

ოფიციალური დამასკო კი კვლავინდებურად კატეგორიულად უარყოფს წაყენებულ ბრალდებებს ქიმიური იარაღის გამოეყენების თაობაზე. სირიის მთავრობის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მომწამვლელი ქიმიური ნივთიერებები ოპოზიციის ბუნკერებში იპოვეს.

მომზადებულია euronews.net-ის მიხედვით