loader

ჟულიან ასანჟმა გარეპა - "ვიკილიქსის" დამფუძნებელი სენატორობისთვის ემზადება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჟულიან ასანჟმა გარეპა - "ვიკილიქსის" დამფუძნებელი სენატორობისთვის ემზადება

"ვიკილიქსის" დამფუძნებელი ჟულიან ასანჟი, რომელიც ამჟამად ლონდონში, ეკვადორის საელჩოში იმყოფება, ავსტრალიაში სენატორის პოსტზე კენჭისყრას აპირებს. ამასთან დაკავშირებით ასანჟმა იუმორისტული ხასიათის ვიდეორგოლში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ავსტრალიაში მიმდინარე პოლიტიკურ ბრძოლებს ეხება.

ვიდეოში ასანჟი 1986 წელს ჩაწერილ სიმღერაზე, You're the Voice-ზე აკეთებს პაროდიას, თუმცა ტექსტი შეცვლილია. იგი მღერის, რომ "ეს არის შანსი, გადავშალოთ ახალი გვერდი და დავწეროთ ის, რაც ჩვენ გვსურს"... "ჩვენ გვკვებავენ ტყუილებით, ჩვენ გვითვალთვალებენ, თუმცა მალე ყველაფერი შეიცვლება", - "ვიკილიქსის" დამფუძნებელი ხალხს სითამამისკენ მოუწოდებს.