loader

სასამართლომ მამაკაცს საკუთარი თავის იდიოტად მოხსენიება მიუსაჯა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სასამართლომ მამაკაცს საკუთარი თავის იდიოტად მოხსენიება მიუსაჯა

ამერიკელ კაცს, რომელიც პოლიციელებს ემუქრებოდა, სასამართლომ საკუთარი თავის იდიოტად მოხსენიება მიუსაჯა. 59 წლის რიჩარდ დემრენს, რომელიც 911-ზე დარეკვით და პოლიციელების გინებით ერთობოდა, ამერიკულმა სასამართლომ დღეში სამი საათი პოლიციის შენობის წინ დგომა და ბანერის ჩამოკიდება მიუსაჯა, რომელზეც წერია: "ბოდიშს ვუხდი საიმონს და ყველა პოლიციელს, ვისაც შეურაცხყოფა მივაყენე, იმიტომ, რომ მე იდიოტი ვარ".

ეს უჩვეულო სასჯელი პირველი შემთხვევა არ არის. შტატების სასამართლოს ადრეც მიუსჯია მსგავსი სასჯელი იმ მოქალაქეებისთვის, ვინც პოლიციას შეურაცხყოფას აყენებდა.