loader

ირანის პრეზიდენტმა ებრაელებს ახალი წელი მიულოცა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირანის პრეზიდენტმა ებრაელებს ახალი წელი მიულოცა?

ამერიკულმა გამოცემა Washington Post-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირანის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ, საკუთარი ტვიტერის მეშვეობით, ებრაელებს როშ ჰაშანა, ახალი წელი მიულოცა. ამ ამბავმა მითქმა-მოთქმა გამოიწვია მსოფლიოში. თუმცა, როგორც მოგვიანებით ირანის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ აღნიშნა, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჰასან რუჰანიმ მსგავსი განცხადება გააკეთა, სიმართლეს არ შეესაბამება. მათი განცხადებით, პრეზიდენტის სახელით უამრავი ყალბი გვერდია გახსნილი და განმარტეს, რომ ირანის პრეზიდენტი სოციალური ქსელებით არ სარგებლობს.