loader

11 წლის ნეფე და 9 წლის პატარძალი - სკანდალური ქორწილი ეგვიპტეში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

11 წლის ნეფე და 9 წლის პატარძალი - სკანდალური ქორწილი ეგვიპტეში

ეგვიპტურ სოფელში გადაღებულმა ვიდეომ ინტერნეტსივრცეში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ჩანაწერი 11 წლის ბიჭუნასა და 9 წლის გოგონას ქორწილშია გადაღებული. ამ ვიდეოს ეგვიპტეში საზოგადოებრივი უკმაყოფილება მოჰყვა.

როგორც ირკვევა, მეხუთეკლასელი ომარისა და მისი მეგობარი გოგონას ქორწილი აგვისტოს ბოლოს შედგა. საქორწინო პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი ნეფე-პატარძლის მშობლები. ახალდაქორწინებულთა მშობლები ვერ ხვდებიან, რა გააკეთეს ცუდი და სიამოვნებით უზიარებენ პრესას ცერემონიის დეტალებს.

ქვეყანაში მოქმედი კანონის თანახმად, დაქორწინება მხოლოდ 18 წლიდან არის დაშვებული. საზოგადოება აღშფოთებულია იმით, რომ ეგვიპტის დედაქალაქიდან 100 კილომეტრში შუა საუკუნეების დროინდელი წეს-ჩვეულებები არსებობს.

ასევე იხილეთ: ბავშვი პატარძლები - თურქეთის დაუსრულებელი ტრაგედია

reitingi.ge