loader

საინტერესო ექსპერიმენტი - როგორ იქცევიან ამერიკელები, როცა მათ თვალწინ მუსლიმს ჩაგრავენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საინტერესო ექსპერიმენტი - როგორ იქცევიან ამერიკელები, როცა მათ თვალწინ მუსლიმს ჩაგრავენ

"შენ მუსლიმი ხარ? არ მინდა, მუსლიმი მომემსახუროს! მე ამერიკელი ვარ და არ დამვიწყებია 11 სექტემბერი" - ამბობს დახლთან მდგარი მამაკაცი, რომელიც სინამდვილეში მსახიობია, ისევე, როგორც მომსახურე პერსონალი მუსლიმი ბიჭი. ისინი ტელეკომპანია "ABC"-ის საინტერესო ექსპერიმენტში მონაწილეობენ, რათა გაარკვიონ, როგორ იქცევიან ამერიკელები, როცა მათ თვალწინ რელიგიურ უმცირესობებს ჩაგრავენ.

ექსპერიმენტის თითქმის ყველა მონაწილეს ადეკვატური რეაქცია აქვს "აგრესიული" თანამემამულის საქციელზე და მას მოუწოდებს, პატივი სცეს სხვის უფლებებს. "დარწმუნებული ვარ, ეს ბიჭი 11 სექტემბერთან არაფერ კავშირშია. მე შოკირებული ვარ თქვენი საქციელით" - ეუბნება ერთ-ერთი კლიენტი ქალი მას.

"შენ იდიოტი ხარ და მე ბოდიშს ვუხდი ამ ბიჭს შენ გამო" - ეუბნება ხანშიშესული მამაკაცი აგრესიულ ახალგაზრდას. თუმცა ამ უკანასკნელმა თანამოაზრეც იპოვა ამერიკელებს შორის: "მე მათ არ ვენდობი, ყველანი ერთნაირები არიან" - უმხელს ექსპერიმენტის ერთ-ერთი მონაწილე მსახიობს.

ამერიკელი ჯარისკაცის რეაქცია კი ყველა მოლოდინს აჭარბებს: "აქედან გაეთრიე. შენ გაქვს არჩევანი იმ მაღაზიაში შეხვიდე, რომელშიც გსურს, ისევე, როგორც მას აქვს არჩევანი, პატივი სცეს თავის რელიგიას. ამიტომაც მაცვია ეს ფორმა, რომ ამ ქვეყანაში ყველამ თავისუფლად შეძლოს ცხოვრება".