loader

მასწავლებელი გზას სკოლამდე ცურვით გადის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მასწავლებელი გზას სკოლამდე ცურვით გადის

ეს ამბავი რომელიმე ძველი კეთილი რომანის ეპიზოდს უფრო მოგაგონებთ, ვიდრე სინამდვილეს. აბდულ მალიკი ინდოეთში, კერალას მხარეში ერთ-ერთი სოფლის სკოლის მასწავლებელია. აქ მუშაობა 20 წლის წინ დაიწყო. სკოლასა და მალიკის საცხოვრებელს მდინარე ჰყოფს. სამსახურში მისასვლელად, მასწავლებელმა ან სამი საათი უნდა გაატაროს ავტობუსში, რომელიც შემოვლითი გზით გადადის მეორე ნაპირზე, ან მდინარე გადაცუროს. მალიკი ასეც იქცევა - ყოველ დილით საჭირო სახელმძღვანელოებს და ტანისსამოსს წყალგაუმტარ ჩანთაში ალაგებს, საცურაო კამერას იღებს და მდინარე ჩალიარის ერთი ნაპირიდან მეორემდე ცურვით გადადის.

წყლიდან ამოსული თავდადებული მასწავლებელი მშრალ ტანსაცმელს იცმევს და ათიოდე წუთში უკვე სკოლაშია. აბდულ მალიკი მოსწავლეებს გარემოს დაცვის მნიშვნელობასაც ასწავლის და იმედი აქვს, რომ მომავალი თაობები მისი მაგალითით იხელმძღვანელებენ და მდინარეს აღარ დააბინძურებენ.