loader

ჩქაროსნულ მატარებელს გადაურჩა, ჯარიმას - ვერა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩქაროსნულ მატარებელს გადაურჩა, ჯარიმას - ვერა

ავსტრალიაში, ქვინსლენდის რკინიგზაზე გამვლელი სიკვდილს სასწაულით გადაურჩა. 20 წლის ბიჭი მატარებლის ჩავლას არ დაელოდა და ლიანდაგი გადაჭრა. სულსწრაფობა კი ლამის სიცოცხლის ფასად დაუჯდა - მილიმეტრებით ასცდა ჩავლილ ჩქაროსნულ მატარებელს.

რკინიგზის უსაფრთხოების კამერებით დაფიქსირებული კადრები ქვინსლენდის ხელისუფლებამ გაავრცელა, როგორც "გზავნილი იმ ხალხისთვის, ვინც საკუთარ სიცოცხლეს დებს ფსონად".

გამვლელი, ვინც მატარებელს გზა გადაუჭრა, სიკვდილს გადაურჩა, თუმცა ჯარიმა ვერ აიცილა. მოგვიანებით იგი სასამართლოში დაიბარეს და 2200 ავსტრალიური დოლარის გადახდა დააკისრეს.


ასევე იხილეთ:

მატარებელი მიდის, მემანქანეს სძინავს - ფარული კამერის გამაოგნებელი კადრები

ლიანდაგზე ჩავარდნილ მამაკაცს, რომელიც თავდამსხმელმა გაძარცვა, მატარებელმა გადაუარა