loader

"სპაიდერმენს" ძარცვის მცდელობისთვის ასამართლებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სპაიდერმენს" ძარცვის მცდელობისთვის ასამართლებენ

"სპაიდერმენს" ძარცვისთვის ასამართლებენ. როგორც წესი, "სპაიდერმენის" გმირი ცხოვრებას კრიმინალთან ბრძოლაში ატარებს, მაგრამ პიტსბურგის ერთ-ერთ სუპერმარკეტში უსაფრთხოების კამერებმა სუპერგმირის იმიჯისთვის სრულიად შეუსაბამო სცენა აღბეჭდა: კადრებში ჩანს, როგორ შედის "სპაიდერმენი" მაღაზიაში და გამყიდველს ყვირილით ეკითხება სალაროში არსებული თანხის რაოდენობის შესახებ. მართალია, "ადამიანი-ობობა" მაღაზიიდან ისე გავიდა, რომ კაპიკი არ წაუღია, მაგრამ პოლიციამ დაადგინა, რომ პიტსბურგელი "სპაიდერმენის" კოსტიუმის მიღმა პიტერ პარკერი კი არა, ადგილობრივი უნივერსიტეტის სტუდენტი, 21 წლის ჯონათან ჰიუსონი იმალებოდა. ჰიუსონის კურსელი, რომელიც მასთან ერთად ცხოვრობს საერთო საცხოვრებელში, ამბობს, რომ ჯონათანმა, უბრალოდ, იხუმრა. თუმცა პოლიცია სხვაგვარად ფიქრობს. სტუდენტს ძარცვის მცდელობის ბრალდებით გაასამართლებენ.