loader

ბარაკ ობამა ცოლის შიშით ექვსი წელია აღარ ეწევა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბარაკ ობამა ცოლის შიშით ექვსი წელია აღარ ეწევა

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის კულუარებში გაეროს სპეციალურ მომხსენებელთან, მაინა კიაისთან საუბრისას აღიარა, რომ ექვსი წელია, მეუღლის შიშით არ ეწევა. ობამას აღიარება NBC-ზე შემთხვევით ჩართული მიკროფონის გამო გავიდა პირდაპირ ეთერში.

წელს, თებერვალში აშშ-ში თამბაქოს საწინააღმდეგო კანონი მიიღეს, რომელიც მოწევასა და თამბაქოს გაყიდვაზე მკაცრ შეზღუდვებს აწესებს. კანონის პირველი დებულებები უკვე 1-ლი ივნისიდან შევიდა ძალაში.

"იმედი მაქვს, მოწევას თავი დაანებეთ", - მიმართა ობამამ თანამოსაუბრეს. კიაიმ უპასუხა, რომ დროდადრო ისევ ეწევა და თავის მხრივ, პრეზიდენტს ჰკითხა, მოახერხა თუ არა მან დანებება. "ექვსი წელია სიგარეტი არ მომიწევია... რადგან ცოლის მეშინია", - უპასუხა სუპერსახელმწიფოს პრეზიდენტმა ღიმილით.

ასევე იხილეთ: "ვეწეოდი, დავქორწინდი და მეუღლის თხოვნით, აღარ მომიწევია" - ბიძინა ივანიშვილი

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე