loader

ღორის ხორცის კაბით მოდელმა მოსკოვის ქუჩებში იპოზიორა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ღორის ხორცის კაბით მოდელმა მოსკოვის ქუჩებში იპოზიორა

ორგანიზაციამ "სიმართლე საკვებზე" მოსკოვის ქუჩებში უჩვეულო პერფორმანსი მოაწყო: მოსკოვის ქუჩებში მოდელმა გოგონამ ხორცისგან შეკერილი კაბით იპოზიორა ფოტო და ვიდეოკამერების წინ. ამ უჩვეულო პერფორმანსით ორგანიზაციამ თანამოქალაქეებს მოუწოდა, ხორცის გადაჭარბებით მოხმარებაზე უარი თქვან. კაბის შექმნაზე დიზაინერებმა 15 კილოგრამი ხორცი და კბილის საწმენდი ჩხირების რამდენიმე შეკვრა დახარჯეს.

"რუსეთი ერთ-ერთი ლიდერია იმ ქვეყნებს შორის, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი კვდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამო. მათი გამომწვევი ძირითადი მიზეზი კი ცხიმიანი ხორცის ხშირი მოხმარებაა. ხორცის "ჩაცმა" ამ პროდუქტის მოხმარების საუკეთესო გზაა" - ამბობს ორგანიზაციის ხელმძღვანელი სერგეი რაშკა.