loader

რას იწვევს მოწევა - უჩვეულო სანახაობა ინგლისის ქუჩებში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას იწვევს მოწევა - უჩვეულო სანახაობა ინგლისის ქუჩებში

ინგლისის მთავრობა მოწევის საწინააღმდეგო კამპანიას ატარებს და ყველა მწეველს არწმუნებს, მოწევას თავი დაანებოს.
კვლევები გვიჩვენებს, რომ ადამიანები, რომლებიც თამბაქოს გარეშე 1 თვის განმავლობაში შეძლებენ ცხოვრებას, დიდი ალბათობით, საერთოდ შეეშვებიან მოწევას. დიდი ბრიტანეთის მთავარი სამედიცინო მრჩეველი, პროფესორი დამ სალი დევისი აცხადებს, რომ მთავრობამ პირველად დაიწყო ასეთი ფართო მასშტაბიანი კამპანია თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ. კამპანია მოიცავს ტელე და აუდიო რეკლამასაც. "მოწევა კვლავ რჩება სიკვდილის ყველაზე დიდ მიზეზად ინგლისში", - აცხადებს დამ სალი.

მიმდინარე კამპანიასთან დაკავშირებით ინგლისის მოსახლეობა უჩვეულო სანახაობის მომსწრე გახდა: ქუჩებში ნიღბიანი ადამიანები დადიოდნენ, რომლებიც უფრო თვალსაჩინოდ არწმუნებდნენ მოსახლეობას თამბაქოს მოხმარების შედეგად დაავადებების გაჩენის რისკებში.