loader

ნამდვილი სიყვარულის 50 წელი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნამდვილი სიყვარულის 50 წელი

ბილი და გლეიდი უკვე 50 წელია ცოლ-ქმარი არიან. მას შემდეგ, რაც ქალს ალცჰაიმერის დიაგნოზი (მეხსიერების პრობლემები, სივრცეში ორიენტაციის უნარის დაქვეითება და სხვ.) დაუსვეს, ბილიმ თავად დაიწყო საყვარელი ქალის მოვლა და მისთვის სპეციალური ეტლიც კი შექმნა, რათა მასთან ერთად ესეირნა და მეუღლისთვის ოდნავ მაინც შეემსუბუქებინა დაავადებით გამოწვეული სირთულეები.

"მისი გაღვიძებიდან დაძინებამდე, მე თითქმის ყველაფერს ვაკეთებ მისთვის: ვუხეხავ კბილებს, ვაბანავებ, ვაცმევ, მაგრამ ეს ჩემთვის სიამოვნებაა - მე მაქვს პატივი, ვიზრუნო ქალზე, რომელიც მთელი ცხოვრება მიყვარდა და ახლაც ვაგრძელებ მის სიყვარულს. იგი ჩემი პრინცესაა და მე მისი უფლისწული ვარ" - ამბობს ბილი.