loader

სოჭის ოლიმპიადის ერთ-ერთი მეჩირაღდნე 2008 წლის ომის "გმირი" რუსი მფრინავია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სოჭის ოლიმპიადის ერთ-ერთი მეჩირაღდნე 2008 წლის ომის "გმირი" რუსი მფრინავია

სოჭის ოლიმპიადის ერთ-ერთი მეჩირაღდნე 2008 წლის აგვისტოს ომის "გმირი", რუსი სამხედრო მფრინავი, ივან ნიჩაევი იქნება. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. როგორც ტელეკომპანიის მიერ მომზადებულ სიუჟეტშია ნათქვამი, ნიჩაევი 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობდა. სამხედრო თვითმფრინავი, რომელსაც ის მართავდა, ჩამოაგდეს, თუმცა, პილოტმა დავალება შეასრულა და ავიაბაზაზე თვიმთფრინავის დაშვება შეძლო.

როგორც ნიჩაევი აცხადებს, დარწმუნებულია, რომ ყველაფერს ღირსეულად გაართმევს თავს, თუმცა გარკვეული მღელვარებაც აქვს. "ეს არის ისტორიული მომენტი ჩემი და ჩემი ქვეყნის ცხოვრებაში", - აცხადებს ნიჩაევი.