loader

ალა პუგაჩოვა და მაქსიმ გალკინი ტყუპის მშობლები გახდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ალა პუგაჩოვა და მაქსიმ გალკინი ტყუპის მშობლები გახდნენ

რუს პრიმადონას ალა პუგაჩოვასა და მის მეუღლეს, იუმორისტ მაქსიმ გალკინს სუროგატმა დედამ ტყუპი ქალ-ვაჟი გაუჩინა. იმის შესახებ, რომ 64 წლის მომღერალი და 37 წლის შოუმენი ტყუპს ელოდნენ, მეუღლეების მხოლოდ ყველაზე ახლობელმა ადამიანებმა იცოდნენ - მომღერლის ქალიშვილმა კრისტინა ორბაკაიტემ, მაქსიმის ძმამ და ოჯახის მეგობარმა ალინა რედელმა.

წყვილის გარემოცვამ ბავშვების დაბადების შესახებ მხოლოდ გასულ შაბათ-კვირას შეიტყო, როდესაც მეუღლეებმა სტუმრები საზეიმო ვახშამზე მიიწვიეს. ჩვილებს სამეფო სახელები - ჰარი და ელისაბედი დაარქვეს. პუგაჩოვა და გალკინი უკვე 12 წელია ერთად ცხოვრობენ.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე