loader

კანადელი მწერალი ელის მანრო ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კანადელი მწერალი ელის მანრო ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა

კანადელი მწერალი ელის მანრო ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. "ელის მანრო თანამედროვე მოკლე მოთხრობების ოსტატია", - ასე უწოდა ნობელიანტ მწერალს შვედეთის ნობელის აკადემიის მდივანმა პეტერ ენგლუდმა.

პრემიის სახით კანადელ მწერალს 8 მილიონი შვედური კრონა (1,25 მილიონი დოლარი) გადაეცემა.

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია წლევანელი წლის რიგით მეოთხე პრიზია. 2013 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები უკვე გამოვლინდნენ მედიცინის, ქიმიისა და ფიზიკის დარგში.

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის გასული წლის გამარჯვებული ჩინელი მო იანია.