loader

ინდოეთში შტორმის გამო 400 000 ადამიანია ევაკუირებული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინდოეთში შტორმის გამო 400 000 ადამიანია ევაკუირებული

ინდოეთის მთავრობამ საგანგებო ვითარების გამო "წითელი სიგნალი" გამოაცხადა და ქვეყნის დასავლეთი ნაწილიდან 400 000 ადამიანის ევაკუაცია მოახდინა.

ციკლონი სახელად "ფაილაინი" ქვეყანას 12 ოქტომბერს დაატყდა. სინოპტიკოსების პროგნოზის მიხედვით, ქარის სიჩქარე უახლოესი საათების განმავლობაში 240კმ/სთ-ს გაუტოლდება. ბრიტანელი მეტეოროლოგები შტორმს მე- 4 კატეგორიას აკუთვნებენ. "ფაილაინი" შესაძლოა, უკანასკნელი 14 წლის განმავლობაში ყველაზე დამანგრეველ შტორმად იქცეს.